Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

ქარელის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში ჩატარდა დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა

28-29 მარტს პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში გორის, ქარელის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში ჩატარდა დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, დასუფთავების სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებმა. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვა" მიერ.
შეხვედრაზე საზოგადოებას მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია მსოფლიოში ნარჩენების მართვის უახლეს ტექნოლოგიებსა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. გაიმართა მსჯელობა რაიონებში ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხში.

      





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up