Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

შეხვედრა პროექტის ფარგლებში

14 დეკემბერს, 2018 წლის ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“-ის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს კომპონენტის ფარგლებში, სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და თანამშრომლობით, შედგა შეხვედრა ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების კომუნალური და დასუფთავების სამსახურების წარმომადგენლებთან ნარჩენების მართვის საკითხებზე. შეხვერდას ესწრებოდა შვედეთის საელჩოს პროგრამის ოფიცერი ქ-ნი ხათუნა ზალდასტანიშვილი.
შეხვედრას უძღვებოდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს კომპონენტის მენეჯერი ქ-ნი ნინო ჩხობაძე. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის არსებული მდგომარეობაზე, სიღარიბის დაძლევის მრავალგანზომილებიან ანალიზზე, ნარჩენების მართვის სისტემასთან მიმართებაში, ჯერ კიდევ არსებული არალეგალურ/სტიქიურ ნაგავსაყრელებზე. აგრეთვე განიხილეს მუნიციპალიტეტების მიერ მომზადებული ნარჩენების მართვის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმები. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ჯერ კიდევ არ არის ნარჩენების მართვის გამართული სისტემა მუნიციპალიტეტებში, პრობლემაა არალეგალური ნაგავსაყრელებისთნ დაკავშირებით, ვერ ხერდხება ზოგიერთი სოფლიდან ნარჩენების გამოტანა და ამ ეტაპისთვის ძნელად წარმოუდგენიათ მომდევნო წლიდან ნარჩენების სეპარირების მეთოდის საპილოტე მოდელზე გადასვლა, შესაბამისი ინფრასტუქტურის არ არსებობის გამო.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიეწოდა ინფორმაცია პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო -ფაზა III“ შედეგების იმ კომპონენტის შესახებ, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო 2015 წლიდან დღემდე. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გადაეცა პროექტის ფარგლებში გამოცემული პუბლიკაციები ასევე, არალეგალური ნაგავსაყრელების GIS-რუქები (ქვემო ქართლის რეგიონი).
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას და შესაბამისი ფართო მასშტაბიანი კამპანიების ჩატარების აუცილებლობას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრობლემაა ცხოველური და სამშენებოო ნარჩენების განთავსებაც.
რეგიონალური შეხვედრები ტარდება პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up