Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

საზოგადოებრივი შეხვედრა იმერეთის რეგიონში პროექტის ფარგლებში

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“-ის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს კომპონენტის ფარგლებში, გრძელდება შეხვედრები რეგიონების სამხარეო ადმინისტრაციებისა და მის დაქვემდებარებაში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ნარჩენების მართვის საკითხებზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 13 დეკემბერს 2018 წლის შეხვედრა გაიმართა იმერეთის მხარის სამხარეო ადმინისტრაციაში, სადაც პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წარმომადგენლები შეხვდნენ იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების კომუნალური და დასუფთავების სამსახურების წარმომადგენლებს, და განიხილეს ის პრობლემები რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს რეგიონში ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ მენეჯერის მიერ განხილულ იყო ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის არსებული მდგომარეობა, სიღარიბის დაძლევის მრავალგანზომილებიან ანალიზი, ნარჩენების მართვის სისტემასთან მიმართებაში და ჯერ კიდევ არსებული არალეგალურ/სტიქიურ ნაგავსაყრელები.
ადგილობრივების მხრიდან ითქვა, რომ მუნიციპალიტეტებში არ არის ნარჩენების მართვის გამართული სისტემა, და დაასტურეს რომ არსებობს არალეგალური ნაგავსაყრელების პრობლემები. აღინიშნა, რომ არ ხდება ზოგიერთი სოფლიდან ნარჩენების გამოტანა და ამ ეტაპისთვის ძნელად წარმოუდგენიათ მომდევნო წლიდან ნარჩენების სეპარირების მეთოდის საპილოტე მოდელზე გადასვლა, შესაბამისი ინფრასტუქტურის არ არსებობის გამო. აღინიშნა, ისიც რომ მოსახლეობა ამ ეტაპისთვის ვერ ხედავს აზრს ნარჩენების სეპარირების დაწყების, რადგანაც მიუხედავათ იმისა, იქნება თუ არა კონტეინერები ნარჩენებისათვის სეპარირებულად შეგროვებისთვის ეს ნარჩენეი მხოლოდ ერთი საერთო ნაგავმზიდით უნდა გადაიტანონ რადგან მუნიციპალიტეტებს არა აქვთ ცალკე გამოყოფილი არც დასასაწყობებელი ადგილი და არც შესაბამისი მანქანები. ითქვა ისიც, რომ იმერეთის მხარის 6 მუნიციპალიტეტში დასუფთავების სამსახურებს არ გააჩნიათ საქმიანი ეზოები, რაც საკმაოდ ართულებს ნარჩენების მართვის გამართული სისტემის ჩამოყალიბებას. ხარაგაულის წარმომადგენლების მხრიდან წამოიჭრა ახალი პრობლემა, რაც ეხება პლასტმასის სეპარირებას, კერძოდ, ითქვა რომ ვერ ხდება უკვე სეპარიებეული პლასტიკის ბოთლების გატანა შემდგომი გადამუშავების მიზნით. სეპარირებული ნარჩენი დაგროვებული არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საქმიან ეზოში და მისი მეწარმემდე მიტანა ვერ ხერხდება, გადმუშავებით დაინტერესებული საწარმოს არ არსებობის გამო.
იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლება ითხოვეს მოძიებული იყოს და მიწოდებული მათთვის ინფორმაცია საწარმოების შესახებ, რომლებიც ეწევიან ნარჩენების აღდგენას (გადამუშავებას). შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გადაეცა პროქტის ფარგლებში გამოცემული პუბლიკაციები ასევე, არალეგალური ნაგავსაყრელების GIS-რუქები (იმერეთის რეგიონი).
რეგიონალური შეხვედრები ტარდება პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up