Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

რეგიონალური შეხვედრა პროექტის ფარგლებში

ბათუმში, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“-ის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს კომპონენტის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, გაიმართა რეგიონალური შეხვედრა ხულოს, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედისა და ბათუმის კომუნალური და დასუფთავების სამსახურების წარმომადგენლებთან, ნარჩენების მართვის საკითხებზე.
შეხვედრას უძღვებოდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა Ш“ განმახორციელებელი ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის არსებული მდგომარეობაზე, სიღარიბის დაძლევის მრავალგანზომილებიან ანალიზზე, ნარჩენების მართვის სისტემასთან მიმართებაში, ასევე მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმების აღსრულებაზე. სხვადასხვა პრობლემებზე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ნარჩენების მართვის სფეროში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არცერთ მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის არ გააჩნია სამსახური/განყოფილება, რომელიც იმუშავებს მუნიციპალიტეტებში, როგორც ნარჩენების მართვის, ასევე სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებზე, ეს იმ დროს, როცა ქვეყანას ევროპასთან დადებული შეთანხმებით აღებული აქვს კონკრეტული გარემოსდაცვითი ვალდებულებები, რომელთა უმრავლესობა შესასრულებელია მუნიციპალურ დონეებზე.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა Ш)“ შედეგების იმ კომპონენტის შესახებ, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო 2010 წლიდან დღემდე. აღინიშნა, რომ ქვეყანაში ჯერ ჯიდევ არსებობს სერიოზული გამოწვევები ნარჩენების მართვის კუთხით და რომ საჭიროა ეფექტური ქმედებების განხორცილება, რათა თავიდან იქნას აცილებული არალეგალური ნაგავსაყრელების გაჩენის მცდელობა. ითქვა, რომ ქვეყანაში ჯერ არ არის დაწყებული აქტიური მზადება ნარჩენების სეპარირების მეთოდის დასანერგად, რომელიც კანონის თანახმად 2020 წლიდან უნდა დაიწყოს. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გადაეცა არალეგალური ნაგავსაყრელების GIS- რუქები (აჭარის რეგიონი).
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა Ш)“ ფარგლებში, მსგავსი შინაარსის შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც.
რეგიონალური შეხვედრები ტარდება პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up