Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

შეხვედრა გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა Ш)“ ფარგლებში, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში შედგა შეხვედრა გურიის გუბერნატორთან და სამხარეო ადმინისტრაციაში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, რომლებიც ხელმძღვანელობენ საკუთარ მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის საკითხებს.
შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის არსებული მდგომარეობაზე, აგრეთვე განხილული იქნა სიღარიბის დაძლევის მრავალ განზომილებიანი ანალიზი, ნარჩენების მართვის სისტემასთან მიმართებაში, საუბარი იყო მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმების აღსრულებაზე. იმ პრობლემებზე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ნარჩენების მართვის სფეროში.
შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ასევე, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა Ш)“ შედეგების შესახებ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს კომპონენტზე, რომელიც 2010 წლიდან დღემდე იქნა მიღწეული. აღინიშნა, რომ ქვეყანაში ჯერ ჯიდევ არსებობს სერიოზული გამოწვევები ნარჩენების მართვის კუთხით და რომ საჭიროა ეფექტური ქმედებების განხორცილება, რათა თავიდან იქნას აცილებული არალეგალური ნაგავსაყრელების გაჩენის მცდელობა. ითქვა, რომ ქვეყანაში ჯერ არ არის დაწყებული აქტიური მზადება ნარჩენების სეპარირების მეთოდის დასანერგად, რომელიც კანონის თანახმად 2020 წლიდან უნდა დაიწყოს. დამწსრე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მიეწოდა არალეგალური ნაგავსაყრელების GIS- რუქები (გურიის რეგიონი).
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ არცერთ მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის არ გააჩნია სამსახური/განყოფილება, რომელიც იმუშავებდა რეგიონში როგორც ნარჩენების მართვის, , ასევე სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებზე, ეს იმ დროს, როცა ქვეყანას ევროპასთან დადებული შეთანხმებით აღებული აქვს კონკრეტული გარემოსდაცვითი ვალდებულებები, რომელთა უმრავლესობა შესასრულებელია ადგილობრივ მუნიციპალურ დონეზე.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა Ш)“ ფარგლებში, მსგავსი შინაარსის შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც.
რეგიონალური შეხვედრები ტარდება პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up