Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია ბოლნისში

19 ნოემბერს, ბოლნისის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით დასუფთავდა საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში.
მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ დასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიის 0,2 ჰა ფართობი, შეგროვდა 2 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 16-მა მოსწავლემ და 2 -მა პედაგოგმა.
პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ მიერ. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up