Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია სოფელ ბურიანში

10 ნოემბერს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებითა და ახალგაზრდა მოხალისეების მონაწილობით პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“ ფარგლებში სოფელ ბურიანში ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციის ფარგლებში მონაწილეების მიერ დასუფთავდა სოფელ ბურიანის ტერიტორიაზე გზის პირები და ხევები. დაახლოებით 1 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 4 მ3 მოცულობის ნარჩენი მონაწილეობა მიიღო 20-მდე მოხალისემ.
პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ მიერ. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up