Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია შიომღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე

10 ნოემბერს, შვედეთის საელჩოს ალუმნების, საელჩოს თანამშრომლებისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს (პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“ ფარგლებში) წარმომადგენლების მიერ შიომღვიმეს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციის ფარგლებში მონაწილეების მიერ დასუფთავდა შიომღვიმის მიმდებარე ტერიტორიის დაახლოებით 3 ჰა ფართობი, შეგროვდა 6 მ3 მოცულობის ნარჩენი. აქციაში მონაწილეობა მიიღო 45-მა მოხალისემ. აქციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო აუდიტორიული სამსახურის თანამშრომლებმა.
არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ .





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up