Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

შეხვედრა ქვემო ქართლის გუბერნიაში

ქვემო ქართლის გუბერნიაში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან ქვემო ქართლის რეგიონში ბ-ნ შოთა რეხვიაშვილთან.
შეხვედრის ფარგლებში პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ მენეჯერმა ქ-მა ნინო ჩხობაძემ, გუბერნატორს მიაწოდა ინფორმაცია 15-16 სექტემბერს დაგეგმილ მსოფლიო დასუფთავების კამპანიაზე, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს. ითქვა, რომ 15-16 სექტემბერს მთელ საქართველოში, მათ შორის ქვემო ქართლის გუბერნიაში დაგეგმილია დასუფთავების აქიციები, რომელსაც ადგილობრივ მთავრობასთან ერთად ორგანიზებას გაუწევენ საქართველოს მწვანეთა მოძარაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორები.
გუბერნატორის მხრიდან აღინიშნა, რომ რეგიონი გამოხატავს მზადყოფნას, დაგეგმილ დასუფთავების აქციებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად და გეგმავას აქტიურ თანამშრომლობას. შეხვედრაზე საუბრი იყო ასევე, პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი“-ს შესახებ, რომლის გამარჯვებულიც მიმდინარე წლის ბოლოს გამოვლინდება.
შეხვედრები ორგანიზებული იყო პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up