Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

შეხვედრა შიდა ქართლის გუბერნატორთან

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს წარმომადგენლები, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა Ш)“ ფარგლებში შეხვდნენ სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს შიდა ქართლის რეგიონში, ბ-ნ გიორგი ხოჯევანიშვილს.
შეხვედრაზე გუბერნატორს საშუალება მიეცა დაწვრილებით გაცნობოდა 15-16 სექტემბერს მსოფლიო დასუფთავების დღეებში დაგეგმილ ღონისძიებებს და ამ დღეების ფარგლებში, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი დასუფთავების აქციების შესახებ ინფორმაციას.
გუბერნატორის მხრიდან აღინიშნა, რომ რეგიონი გამოხატავს მზადყოფნას, დაგეგმილ დასუფთავების აქციებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტების მერები ორგანიზებას გაუწევენ მუნიციპალიტეტებში დასუფთავების აქციების ჩატარებას.
შეხვედრაზე საუბრი იყო ასევე, პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი“-ს შესახებ, რომლის გამარჯვებულიც მიმდინარე წლის ბოლოს გამოვლინდება და მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიან სამოქმედგო გეგმებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტებმა შეიმუშავეს.
შეხვედრები ორგანიზებული იყო პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up