Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

შეხვედრებში სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის გუბერნატორებთან

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა Ш)“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს წარმომადგენლები შეხვდნენ სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონში, ბ-ნ ალექსანდრე მოწერელიას, სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს იმერეთის რეგიონში, ბ-ნ შვალეგო ტაბატაძეს და სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს გურიის რეგიონში, ბ-ნ ზურაბ ნასარაიას.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა რეგიონების ახალი გუბერნატორები გაცნობოდნენ 15-16 სექტემბერს მსოფლიო დასუფთავების დღეებში დაგეგმილი ღონისძიებებისა და მათ რეგიონებში, ამ დღეების ფარგლებში (მუნიციპალიტეტებში) დაგეგმილი დასუფთავების აქციების შესახებ ინფორმაციას.
შეხვედრებზე პროექტის მენეჯერმა ისაუბრა ასევე, პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი“-ს შესახებ და გააცნო სამეგრელო-ზემო-სვანეთის, იმერეთისა და გურიის ახალ არჩეულ გუბერნატორებს ის შეფასებითი კრიტერიუმები, რის საფუძველზეც გამოვლინდება კონკურსის 2018 წლის გამარჯვებულები.
გუბერნატორების მხრიდან, გამოითქვა აქტიური თანამშრომლობისა და აღნიშნულ კონკურსში მონაწილების დიდი სურვილი, როგორც სამეგრელო-ზემო-სვანეთისა და იმერეთის გუბერნატორებმა განაცხადეს ისინი ეცდებიან გახდნენ კონკურსის „სუფთა რეგიონის“ ნომინაციებში გამარჯვებული. ხოლო გურია კი ეცდება შეინარჩუნოს აღნიშნული კონკურსის მთავრი ნომინაციაში „ყველაზე სუფთა რეგიონის“ (2017 წელს გურიის რეგიონი გახდა „ყველაზე სუფთა რეგიონი“ გამარჯვებული) ტიტული.
შეხვედრის ფარგლებში გუნერნატორებთან, საუბარი იყო, ასევე პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ შესახებ, ნარჩენების მართვის საკითხებზე და მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიან სამოქმედგო გეგმებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტებმა შეიმუშავეს.
შეხვედრები ორგანიზებული იყო პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up