Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

მოშეხვედრები იმერეთის რეგიონშინაცემები არ არის

23-26 ივლის, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შედგა შეხვედრები 15 სექტემბერს, მსოფლიო დასუფთავების დღის ფარგლებში დაგეგმილი დასუფთავების აქციების დასაგეგმად. 2018 წლის მსოფლიო დასუფთავების დღე -„Let’s Do it! World” - „მოდით გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის“.
შეხვედრას მუნიციპალიტეტების (თერჯოლა, ზესტაფონი, სამტრედია, ხარაგაული, წყალტუბო, ხონი) მერებთან უძღვებოდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები-საქართველოს თანათავმჯდომარე, პროეტქის მენეჯერი ნ. ჩხობაძე, რომელმაც შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის მიხედვითაც 2020 წლამდე უნდა შემცირდეს მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა 50 %-ით, ხოლო სამშენებლო ნარჩენების 70 %-ით. ასევე საუბარი იყო პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
მუნიციპალიტეტების მერებს შეხვედრებზე მიეწოდა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში შემნილი სტიქიური ნაგავსაყრელების გეოინფორმაციული რუქის შესახებ და გადაეცათ სიდი დისკები, სადაც მოცემულია ინფორმაცია, მათ რეგიონებში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების ადგილმდებარეობის შესახებ.
შეხვედრებზე საუბარი იყო ასევე, პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი“-ს შესახებ, რომლის გამარჯვებულიც დეკემბერში გამოვლინდება.
შეხვედრები იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველო





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up