Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში

19 ივლისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მერიის, ინფრასტრუქტურის, აუდიტის, ეკონიმოკის, ზედამხედველობის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლებისა და შპს „კომუნალური მეურნეობის“ თანამშრომლების მონაწილეობით ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის მიერ.
აქციის მონაწილეების მიერ დასუფთავდა სოფელი ჯავშანიანის ხევი, აქციაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე მოხალისემ, რომელთა მიერ დასუფთვდა დაახლოებით 1 ჰა ფართობის ტეროტორია, შეგროვდა 4 მ3 მოცულობის ნარჩენი.
დასუფთავების აქცია ჩატარდა პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელდებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up