Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისის მოსახლობასთან

14 ივნისს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, შედგა შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსალეობასთან ნარჩენების მართვის საკითხებზე.
შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობას მიეღო ინფორმაცია ნარჩენების მართვის საკითხებზე. განხილული იყო რეგიონში არსებული მდომარეობა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, საუბარი იყო ნარჩენების მართვის მუნიციპალურ გეგმაზე. ასევე მუნიციპალიტეტში არსებულ და დარჩენილ არალეგალურ ნაგავსაყრელებზე, სეპარირების, რეციკლირებისა და კომპოსტირების მეთოდების დანერგვაზე. ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისის მოსახლობასთან ერთად გაიმართა მსჯელობა ნარჩენების მართვის ახალ ტექნოლოგიებზე, ასევე საუბარი იყო სოფლად არსებულ არალეგალურ ნარჩენებზე. შეხვედრას დაესწრო 20 ადამიანი .
საზოგადოებრივი შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up