Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

შეხვედრა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის მოსახლეობასთან

15 ივნისს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, შედგა შეხვედრა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის მოსალეობასთან ნარჩენების მართვის საკითხებზე.
შეხვედრაზე მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ნარჩენების მართვის საკითხებზე. განხილული იყო რეგიონში არსებული მდომარეობა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, საუბარი იყო ნარჩენების მართვის მუნიციპალურ გეგმაზე. ასევე მუნიციპალიტეტებში არსებულ და დარჩენილ არალეგალურ ნაგავსაყრელებზე, სეპარირების, რეციკლირებისა და კომპოსტირების მეთოდების დანერგვაზე. ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის მოსახლეობამ შეხვედრის მსვლელობისას აღნიშნა, რომ სეპარირების მეთოდის დანერგავა შესაძლებელი იქნება თუ გატარდება წამახალისებელი ღონისძიებები (მაგალითად პლასიკის ბოთლების ჩაბარებისას). აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით სოფლად წარმოქმნილ ნარჩნებში აღარ გვხვდება ჯართი, რადგანაც მას შესაბამის პუნქტებში აბარებენ. ასევე საუბარი იყო სოფელ რუსთავში წყლის პრობლემებზე. შეხვედრას დაესწრო 30 ადამიანი.
საზოგადოებრივი შეხვედრა ასპინძის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up