Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია ბოლნისში

18 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, ჩატარდა დასუფთავების აქცია რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ს.პ.ს კერძო საშუალო სკოლა "დავითიანი"-ს მოსწავლეებმა და მასწავლებელმა.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა მუნიციპალიტეტის ერთერთი უბანი, ე.წ. „გეოლოგების“ დასახლება. მონაწილეებმა დაასუფთავეს დაახლოებით 2 ჰა ფართობის ტერიტორია, შეაგროვეს 1,5 მ3 მოცულობის ნარჩენი. აქციაში ჩართული იყო 16 მოსწავლე და ერთი პედაგოგი.
დასუფთავების აქცია ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ადგილობრივი კორდინატორის მიერ. აქცია ჩატარდა პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელდებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up