Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა

5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში ყვარელის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებითა და ხელისუფლების მხარდაჭერით, ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ნეკრესისსა და გრემის მთავარანგელოზის ტაძრების მიმდებარე ტერიტორიები, დაახლოებით 6 ჰა ფართობი. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 85 ადგილობრივმა, რომელთა მიერ შეგროვდა 7 მ3 მოცულობის ნარჩენი.
5 ივნისი, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება 1973 წლიდან. ამ დღის ფარგლებში ყოველწლიურად მსოფლიოს მასშატაბით მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობები ტარდება. საქართველოშიც ეს დღე სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნება.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up