Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

შეხვედრა ქალაქ ბორჯომის მოსახლეობასთან

15 მაისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში წაღვერი და დვირი, გაიმართა შეხვედრა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებზე, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს მიერ.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს მიეღოთ ინფორმაცია საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ საკითხებზე, თანამედროვე მართვის სისტემებზე და მათ რეგიონში ამ ეტაპისთვის ამ არსებულ მდგომარეობაზე.
შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გაუმჯობესდა რეგიონში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები (შეგროვება, გატანა) პრობლემა მაინც არ არის საბოლოოდ მოგვარებული. აღინიშნა, რომ სეზონზე დამსვენებლების რაოდენობა დიდია და საჭიროა დამატებითი ურნების განთავსება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 38 ადგილობრივმა (წაღვერიდან 20 ადგილობრივი, სოფელ დვირიდან 18 ადგილობრივი მოსახლე). შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში.
პროექტს - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up