Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

დედამიწის დღე ასპინძის მუნიციპალიტეტში

22 აპრილს, „დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, ასპინძის მუნიციპალიტეტში კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინდატორის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების და გამწვანების აქცია.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქ ასპინძის ცენტრალური უბნები, სოფლების ოშორაში და ძველის ცენტრები, სოფელ დამალაში „კოხტას ციხესთან“ მისასვლელი გზა. დაახლოებით 3 ჰა ფართობის ტერიტორია შეგროვდა 15 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 60-მდე მოხალისემ, დაირგო 200-მდე ძირი ნერგი სხვასახვა ადგილას.
კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ მიმდინარეობს პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელდებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up