Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

რეგიონალური შეხვედრა მცხეთა - მთიანეთის რეგიონი

2018 წლის 9 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ , პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში ჩაატარა მორიგი რეგიონალური შეხვედრა ქ. მცხეთაში (მცხეთ - მთიანეთის რეგიონი). რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონის ხელმძღვანელობის ინფორმირებას, საქართველოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, არსებული სახიფათო ნარჩენების (ქლორი/ქიმიკატები) და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგები, კერძოდ მცხეთა - მთიანეთის რეგიონში არსებული მდგომარეობა, სტატისტიკური მონაცემები, სახიფათო ნარჩენებით (კერძოდ, ქლორი/ქიმიკატები) გამოწვეული საფრთხეები და პრობლემების გადაჭრის სავარაუდო გზები.
ასევე, განიხილულ იქნა ქლორით გამოწვეული საფრთხეები (მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტები), მისი უტილიზაციის მეთოდები და უსაფრთხოების ზომები, სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის სავარაუდო გზები, სახელმწიფოს როლი, პრევენციული ზომები და სხვა.
გარდა ამისა, განხილულ იქნა შესაბამისი ინსტრუქციები შემდგომში რეაგირებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებზე ყველა საეჭვო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. ასევე, სკოლის ლაბორატორიებში არსებული აღურიცხავი ვადაგასული/უვარგისი და ხმარებიდან ამოღებული ქიმიკატების და მათგან გამოწვეული საფრთხეები.
შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთა - მთიანეთის რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილე, სამხარეო ადმინისტრაციის, თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის, მცხეთის გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის წარმომადგენლები.

გამოითქვა ინტერესი და მზადყოფნა პროექტთან თანამშრომლობის თაობაზე. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ პროექტის ფარგლებში გამოცემული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმები, სახიფათო ნარჩენების მართვის სახელმძღვანელოები, საინფორმაციო ბროშურები, ფლაერები, რეაგირების საკომუნიკაციო სქემები და რეკომენდაციები.

პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up