Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები აჭარაში

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევის, ხულოს, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის მუნიციპალიტეტებში, ბათუმის მერიაში, სადაც გამოიკვეთა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
1) გარემოს დაბინძურება არამარტო ადგილობრივი მაცხოვრებლების, არამედ დამსვენებლების მიერ (ტურისტები). სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების სპონტანური ნაგავსაყრელები;
2) არსებული ნაგავსაყრელის სავალალო მდგომარეობა;
3) ზედამხედველობის სამსახურის მიერ გარემოს ნარჩენებით დაბინძურებისათვის კანონით განსაზღვრული სანქციების აღსრულების პრობლემა -მოსახლეობაში ინფორმაციისა და ცნობიერების არსაკმარისი დონე;
4) წყაროზე ნარჩენების სეპარაციის წახალისების მექანიზმების დანერგვის საჭიროება;
5) მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისათვის დასუფთავების სერვისის გადასახადის შეღავათების შემოღების საჭიროება;
6) ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიზნები და ამოცანები, ნარჩენების სექტორში მიმდინარე პროცესების/ ცვლილებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის აუცილებლობა;
7) მუნიციპალიტეტში მოქმედ ფერმებთან დასუფთავების სერვისის მიწოდების და შესაბამისად გადასახადის გადახდის პრობლემა, კონტრაქტებს არ აფორმებენ;
8) საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი მოქმედი საწარმოებისა და გადამამუშავებელი თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;
9) ცეცხლაურში ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობა;
10) ორგანული ნარჩენების კომპოსტირების პრაქტიკის არ არსებობა, ინფორმაციის ნაკლებობა ნარჩენების ღია წესით წვის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ (პლასტიკის, საბურავების წვა) და სანქციების შესახებ;
11) საყოფაცხოვრებო ელექტრონული და ელექტრო საქონელის ნარჩენების მართვის პრობლემა;
12) სისტემის გაუმჯობესებისათვის დაფინანსების შესაძლო წყაროს შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;
13) მოსახლეობის ცნობიერების დონისა და ინფორმირებულობის გაუმჯობესების აუცილებლობა ნარჩენების მართვის საკითხებზე და მოსახლეობის ჩართულობით დასუფთავების აქციების ხშირად ორგანიზების აუცილებლობა.
პროექტს - „დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.


საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“
ტაშკენტის ქ.10ა, 0160, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 2385199; მობ.: (+ 995 599) 775237
ელ. ფოსტა: orchisge@yahoo.com
ვებ-გვერდი: http://www.orkisi.ge





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up