Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

შეხვედრა ცაგერის მუნიციპალიტეტში

25 ნოემბერს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივითა და ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელებში ლაჯანა და ქვედა ცაგერი შედგა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდა ასევე სოფელ ლაჯანას საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეები.

შეხვედრის მიზანი იყო ადგილობივი მოსახლეობის წარმომადგენლებს მიეღოთ ინფორმაცია საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ საკითხებზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს ფიქსირდება ამ კუთხით. აღინიშნა, რომ ისევე როგორც საქართველოს უმრავლეს სოფლებში, მათთანაც არასაკმარისია ნაგვის ბუნკერების რაოდენობა. შეხვედრას ესწრებოდა 39 ადამინი.

შეხვედრა ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up