Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

შეხვედრა საჩხერის მუნიციპალიტეტში

27 ნოემბერს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩიხა და საირმე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, შედგა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე საუბარი იყო პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, განხორციელებული საქმიანობებისა და საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ საკითხებზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს ფიქსირდება ამ კუთხით. აღინიშნა, რომ ისევე როგორც საქართველოს უმრავლეს სოფლებში, მათთანაც არასაკმარისია ნაგვის ბუნკერების რაოდენობა. შეხვედრას ესწრებოდა 33 ადამინი.

შეხვედრა საჩხერის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up