Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულები გამოცხადდა

2 დეკემბერს, ქ. თბილისის საკრებულოს შენობაში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქ. თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, კამპანია „დავასუფთოათ საქართველო“ ფარგლებში ჩატარდა კონკურსის „სუფთა რეგიონი“ დაჯილდოების ღონისძიება.
კონკურსი „სუფთა რეგიონი“ საქართველოში მიმდინარე წლის აპრილში გამოცხადდა და ის ხუთ ნომინაციაში ჩატარდა. კონკურსის მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილიყო ყველაზე სუფთა რეგიონი, სუფთა მუნიციპალიტეტი, სუფთა ქალაქი/დაბა, სუფთა სოფელი/თემი და ლამაზი ეზო.
კონკურსში მონაწილე რეგიონების, ქალაქების, მუნიციპალიტეტების, სოფლებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებს კონკურსის 6 თვიან პერიოდში საშუალება ქონდათ გადმოეგზავნათ ფოტო და ვიდეო მასალა საკუთარი საცხოვრებელი ადგილების შესახებ.
შემოსული მასალების საფუძველზე კონკურსის ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ, (რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შვედეთის საელჩოს წარმომადგენლები) გამოვლინდა ნომინაციაში გამარჯვებულები.
2017 წლის კონკურსის „სუფთა რეგიონის“ გამარჯვებულებია:
ნომინაცია „სუფთა რეგიონი“ - გურიის რეგიონი;
ნომინაცია „სუფთა მუნიციპალიტეტი“ - კასპის მუნიციპალიტეტი;
ნომინაცია „სუფთა ქალაქი“ - ქალაქი ზუგდიდი;
ნომინაცია „სუფთა სოფელი“ - სოფელი ორსანტია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი);
ნომინაცია „ლამაზი ეზო“ - პაატა გოგელიას ეზო (ქ. ზუგდიდი).

კონკურსის ფარგლებში სიგელებით დაჯილდოვდნენ ასევე, ლამაზი ეზოს ნომინაციაში კახა დარასელია, მიხეილ ჭკადუა (ქ. ზუგდიდი) და ავთანდილ ტუხაშილი (სიღნაღის მუნიციპალიტეტი).
სიგელები გადაეცა ასევე ქ. ზუგდიდის აიიპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრს“ განსაკუთრებული აქტიურობისთვის, კახეთის გუბერნიასა და შპს" თბილსერვისჯგუფის“ პროექტის მხარდაჭერისთვის.
დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“ განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ქ-მა ეკატერინე გრიგალავამ, შვედეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ქ-მა მარტინა ქვიქვმა, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა საქართველოში ქ-მა მოლი ლიენმა. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის პირველმა მოადგილემ ბ-მა ზაზა ხუციშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბ-მა არჩილ თალაკვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ქ-მა მარიკა დარჩიამ, თბილისის მერის მოადგილემ ქ-ნმა მაია ბითაძემ, კონკურსში გამარჯვებული რეგიონების წარმომადგენლებმა.
იდეა საქართველოში კონკურსის „სუფთა რეგიონის“ ჩატარების შესახებ პირველად გაჩნდა 2014 წელს და ამ წლის გამარჯვებულები იყვნენ სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონი, ახმეტის მუნიციპალიტეტი და სოფელი ჭითაწყარი–ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მიმდინარე წელს, აღნიშნული კონკურსი მეორედ ჩატარდა.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up