Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში

2017 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში, რომლებსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტის მერიის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრა ჩატარდა თემაზე: „ზოგიერთი მძიმე მეტალის ტოქსიკურობა და ადამიანების ჯანმრთელობა“, აგრეთვე განხილული იქნა სბმკ „ორქისის“ მიერ არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიებიდან აღებული ნიმუშების ანალიზის შედეგები. შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის საკითხებში.
პროექტს - „დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ თანამშრომლობით.




საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“
ტაშკენტის ქ.10ა, 0160, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 2385199; მობ.: (+ 995 599) 775237
ელ. ფოსტა: orchisge@yahoo.com
ვებ-გვერდი: http://www.orkisi.ge





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up