Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია შუახევში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს აჭარის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებითა და შუახევის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს ჩატარდა დასუფთავების აქციები მდინარებიის ჩანჩხალოს წყალის, ჭვანისწყალისა და შუბნიწყლის სანაპირო ზოლებზე.
აქციის ფარგლებში, რომელშიც ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობდნენ ადგილობრივი მოსახლოების წარმომადგენლები, დაახლოებით 70-მდე მოხალისე დასუფთავებული იქნა დაახლოებით 2 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 10 მ3 მოცულობის ნარჩენი, რომელიც დასუფთავების სამსახურის მიერ გატანილი იქნა ნაგავსაყრელზე. დასუფთავების აქციები ჩატარდა კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში.
შუახევის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია ჩატარდა პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up