Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია ახალციხეში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ახალციხის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს ახალციხეში ჩატარდა მდინარე ფოცხოვის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია.
აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა 1,5 ჰა ფათობის ტერიტორია, შეგროვდა 14 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 100-მდე მოხალისემ.
დასუფთავების აქცია ახალციხის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up