Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

22 მაის 2014წლის , საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, შედგა შეხვერა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელის და ჩაბანის მოსახლეობასთან, რომლებსაც მიეწოდა ინფორმაცია ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკაზე, დაბინძურებულ ტერიტორიებზე არსებული მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვებით გამოწვეული პრობლემებისა და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ჩასატარებელი ღონისძიებების და გეგმის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდა ტერიტორიალური ორგანოს რწმუნებულის აპარატის თანამშრომლები, სულ 15 ადგილობრივი მოსახლე.

მოსახლეობის მხრიდან საუბარი წარიმართა ნარჩენების მართვის პოლიტიკაზე და სოფლების პრობლემებზე ნარჩენების მართვის საკითხებში. შეხვედრის დროს გამოიკვეთა რომ სოფლებიდან არ ხდება ნაგვის(ნარჩენების) გატანა და რომ სოფლებს ტერიტორიებზე არ არსებობს ნარჩენების კონტენერები. მოსახლების მხრიდან აღინიშნა რომ სტიქიური ნაგავსაყრელი შემცირდება თუ მოხთება სოფლებიდან ნარჩენების გატანა.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (ფაზა II) ახორციელებს
არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს
მწვანეთამოძრაობა/დედამიწისმეგობრები-საქართველო, მდგრადიგანვითარებისკავშირი „ეკოვიჟენი“ და
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

      





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up