Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია ჭიათურაში

5 ივნისს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის მიმდინარეობს ფარგლებში ჭიათურაში ჩატარდა დასუფთავების აქცია. აქციის დროს დასუფთავდა 15 სოფლის ტერიტორიული ორგანოებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები. აქციის დროს დასუფთავდა 7 ჰა ფართობის ტერიტორია, აქციაში მონაწილობა ადგილობრივი მოსახლეობის წარმამადგენლებმა, სულ დაახლოებით 400-მა ადამიანმა.

კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ მიმდინარეობს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (ფაზა 2) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.


მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო
მუხაძის ქ. №16 II სართ, 0162, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 223 37 40
e-mail: info@greens.ge; Http://www.greens.ge





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up