Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

გარემოს დაცვის დღე წალკაში

საქართველოს მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველოს წაკლის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშირისო დღეს წალკის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებებით ჩატარდა. აქციაში მონაწილობა მიიღო 40 მოხალისემ.

წალკის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მოეწყო ნახატების გამოფენა, რის შემდეგაც სკოლის ტერიტორიიდან წალკის მუნიციპალიტეტის შენობამდე მოეწყო მარათონი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებმა. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ წამახალისებელი საჩუქრები. მარათონის შემდეგ ჩატარდა დასუფთავების აქცია, დასუფთავდა 6 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 120 ტომარა ნარჩენი, რომელიც განთავსებული იქნა ნაგავსაყრელზე.


კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ მიმდინარეობს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (ფაზა 2) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.


მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო
მუხაძის ქ. №16 II სართ, 0162, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 223 37 40
e-mail: info@greens.ge; Http://www.greens.ge





      

      





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up