Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

29 აპრილს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, შედგა შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის მოსახლეობასთან, რომლებსაც მიეწოდა ინფორმაცია ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკაზე. დაბინძურებულ ტერიტორიებზე არსებული მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვებით გამოწვეული პრობლემებისა და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ჩასატარებელი ღონისძიებების დაგეგმის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდა 18 ადგილობრივი მოსახლე.

მოსახლეობის მხრიდან აღნიშნა, რომ სოფელში მოუწესრიგებელია ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა. არ არის საკმარისი კონტეინერების რაოდენობა და საჭიროა დამატებითი კონტეინერების დადგმა.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (ფაზა 2), ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.
მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო
მუხაძის ქ. №16 II სართ, 0162, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 223 37 40
e-mail: info@greens.ge; Http://www.greens.ge

      





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up