Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია ბორჯომში

22 აპრილს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიისა და დედამიწის დღის ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორის ბორჯომის მუნიციპალიტეტში ორგნიზებით, ჩატარდა დასუფთავებების აქცია.
დასუფთავების აქციებში მონაწილობა მიიღო დაახლობით 100-მა მოხალისემ, დასუფთავდა დაახლოებით 4 კვ.მ. ტერიტორია. შეგროვდა დაახლოებით 4 ტონა ნარჩენი, რომელიც განთავსდა ნაგავსაყრელზე.

პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (ფაზა II) ფარგლებში, ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველო
მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
მუხაძის ქ. №16 II სართ, 0162, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 223 37 40
e-mail: info@greens.ge; Http://www.greens.ge; http://www.cleanup.ge

      





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up