Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია ხობის მუნიციპალიტეტში

25 აპრილს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიისა და და კონკურსის „სუფთა რეგიონის“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორის ორგნიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლების მონაწილობით ჩატარდა დასუფთავების აქცია. დასუფთავების აქციაში მონაწილობა მიიღო ასევე, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ. შეგროვებული ნარჩენები გატანილი იქნა დასუფთავების სამსახურის მიერ ნაგავსაყრელზე.

პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (ფაზა II) ფარგლებში, ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველო
მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
მუხაძის ქ. №16 II სართ, 0162, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 223 37 40
e-mail: info@greens.ge; Http://www.greens.ge; http://www.cleanup.ge





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up