Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

20 მარტს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში შედგა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან, რომლებსაც მიეწოდა ინფორმცია ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკაზე. დაბინძურებულ ტერიტორიებზე არსებული მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვებით გამოწვეული პრობლემებისა და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ჩასატარებელი ღონისძიებების დაგეგმის შესახებ.
შეხვერის მიმდინარეობისას მოსახლეობის მხრიდან აღინიშნა, რომ სოფელში ნარჩენების გასატანად სატვირთო მანქანა კვირაში ერთხელ მოდის და ძირითდად ცენტრალურ უბნიდან გააქვს ნარჩენები, შესაბამაისად დიდი რაოდენობა ნარჩენებისა იყრება უსისტემოდ, ხშირ შემთხვევაში მდინარეში. მოსახლეობის წარმომადგენლებმა გამოხატეს სურვილი დაიდგას დამატებითი კონტეინერები ნარჩენებისათვის. ივნისისათვის დაიგეგმა ფართომასშტაბიანი შეხვედრა სოფელში დასუფთავების აქციის ჩასატარებლად.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (ფაზა 2) ფარგლებში, ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.

მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო
მუხაძის ქ. №16 II სართ, 0109, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 223 37 40
e-mail: info@greens.ge; Http://www.greens.ge


   



უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up