Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, 2014 წლის 25 თებერვალს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. ლაფანყურის გამგეობის შენობაში ჩატარდა შეხვედრა ნარჩენების მართვის საკითხებზე. რომელსაც სოფლის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ სოფლის მასწავლებლები და სოფლის აქტივის წარმომადგტენლები. სულ 21 ადგილობრივი.

შეხვედრზე სოფლის მოსახლეობის წარმომადგენლებს მიეწოდა ინფორმაცია ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკაზე. სოფლის ტერიტორიებზე არსებული მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვებით გამოწვეულ პრობლემებზე და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ჩასატარებელ ღონისძიებებზე.

აღინიშნა, რომ სოფელ ლაფანყურში არ არსებობს სპეციალური კონტეინერები და ნარჩენების გატანა ხდება უსისტემოდ, სოფლის მიმდებარედ არსებულ სტიქიურ ნაგავსაყრელზე. კერძოდ, ლოპოტას ხეობაში. შეხვედრის მიმდინარეობის სოფლის აქტივის გადაწყვეტილებით დაიგეგმა, რომ 2014 წლის მარტის მეორე ნახევარში, სოფლის მოსახლეობის მონაწილეობით ჩატარდეს ფართომასშტაბიანი აქცია და მოხდეს სტიქიური ნაგავსაყრელის ლიკვიდირება. ადგილობრივი თვითმმართველობაში შევიდეს თხოვნა ნარჩენების კონტეინერების დადგმის თაობაზე.

პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (ფაზა 2) ფარგლებში, ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.


მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველო
მუხაძის ქ. №16 II სართ, 0162, საქართველო, თბილისი
ტელ: (+995 32) 230 6221/ 2 32 00 33
e-mail: info@greens.ge; Http://www.greens.ge





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up