Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 



2018-09-10 შეხვედრა შიდა ქართლის გუბერნატორთან

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს წარმომადგენლები, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა Ш)“ ფარგლებში შეხვდნენ სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს შიდა ქართლის რეგიონში, ბ-ნ გიორგი ხოჯევანიშვილს.
შეხვედრაზე გუბერნატორს საშუალება მიეცა დაწვრილებით გაცნობოდა 15-16 სექტემბერს მსოფლიო დასუფთავების დღეებში დაგეგმილ ღონისძიებებს და ამ დღეების ფარგლებში, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი დასუფთავების აქციების შესახებ ინფორმაციას.
გუბერნატორის მხრიდან აღინიშნა, რომ რეგიონი გამოხატავს მზადყოფნას, დაგეგმილ დასუფთავების აქციებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტების მერები ორგანიზებას გაუწევენ მუნიციპალიტეტებში დასუფთავების აქციების ჩატარებას.

დაწვრილებით

2018-09-10 დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო - 2018 წელი, 15 სექტემბერი, თბილისი

თბილისში "დავასუფთაოთ მსოფლიო" კამპანიის ფარგლებში 15 სექტემბერს დასუფთავდება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია (ვარკეთილის მხრიდან).

დაწვრილებით

2018-09-10 დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო - 2018 წელი, 16 სექტემბერი, თბილისი, ქვემო ფონიჭალა

თბილისში "დავასუფთაოთ მსოფლიო" კამპანიის ფარგლებში 16 სექტემბერს დასუფთავდება მტკვრის მარჯვენა სანაპირო.
დაწვრილებით

2018-09-10 შეხვედრა ქვემო ქართლის გუბერნიაში

ქვემო ქართლის გუბერნიაში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან ქვემო ქართლის რეგიონში ბ-ნ შოთა რეხვიაშვილთან.
შეხვედრის ფარგლებში პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ მენეჯერმა ქ-მა ნინო ჩხობაძემ, გუბერნატორს მიაწოდა ინფორმაცია 15-16 სექტემბერს დაგეგმილ მსოფლიო დასუფთავების კამპანიაზე, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს. ითქვა, რომ 15-16 სექტემბერს მთელ საქართველოში, მათ შორის ქვემო ქართლის გუბერნიაში დაგეგმილია დასუფთავების აქიციები, რომელსაც ადგილობრივ მთავრობასთან ერთად ორგანიზებას გაუწევენ საქართველოს მწვანეთა მოძარაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორები.

დაწვრილებით

2018-09-07 შეხვედრებში სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის გუბერნატორებთან

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა Ш)“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს წარმომადგენლები შეხვდნენ სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონში, ბ-ნ ალექსანდრე მოწერელიას, სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს იმერეთის რეგიონში, ბ-ნ შვალეგო ტაბატაძეს და სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს გურიის რეგიონში, ბ-ნ ზურაბ ნასარაიას.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა რეგიონების ახალი გუბერნატორები გაცნობოდნენ 15-16 სექტემბერს მსოფლიო დასუფთავების დღეებში დაგეგმილი ღონისძიებებისა და მათ რეგიონებში, ამ დღეების ფარგლებში (მუნიციპალიტეტებში) დაგეგმილი დასუფთავების აქციების შესახებ ინფორმაციას.

დაწვრილებით

2018-08-01 შეხვედრები ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, ცაგერისა და ლენტეხის მუნციპალიტეტებში შედგე შეხვედრები მუნიციპალიტეტების მერებთან 15 სექტემბერს, მსოფლიო დასუფთავების დღის ფარგლებში დაგეგმილი დასუფთავების აქციების დასაგეგმად.
შეხვედრას მუნიციპალიტეტების მერებთან უძღვებოდა მერებთან უძღვებოდა საქართველოს მეწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები-საქართველოს თანათავმჯდომარე, პროეტქის მენეჯერი ნ. ჩხობაძე, რომელმაც შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის მიხედვითაც 2020 წლამდე უნდა შემცირდეს მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა 50 %-ით, ხოლო სამშენებლო ნარჩენების 70 %-ით. ასევე საუბარი იყო პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

დაწვრილებით

2018-07-30 მოშეხვედრები იმერეთის რეგიონშინაცემები არ არის

23-26 ივლის, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შედგა შეხვედრები 15 სექტემბერს, მსოფლიო დასუფთავების დღის ფარგლებში დაგეგმილი დასუფთავების აქციების დასაგეგმად. 2018 წლის მსოფლიო დასუფთავების დღე -„Let’s Do it! World” - „მოდით გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის“
დაწვრილებით

2018-07-19 დასუფთავების აქცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში

19 ივლისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მერიის, ინფრასტრუქტურის, აუდიტის, ეკონიმოკის, ზედამხედველობის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლებისა და შპს „კომუნალური მეურნეობის“ თანამშრომლების მონაწილეობით ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის მიერ.
დაწვრილებით

2018-06-26 შემაჯამებელი შეხვედრები ქ. ბათუმში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა)

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში ქ. ბათუმში, 2018 წლის 21-22 ივნისს ჩაატარა შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და მთავრობის აპარატში.
დაწვრილებით

2018-06-21 დასუფთავების აქცია ბოლნისში

18 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, ჩატარდა დასუფთავების აქცია რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ს.პ.ს კერძო საშუალო სკოლა "დავითიანი"-ს მოსწავლეებმა და მასწავლებელმა.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა მუნიციპალიტეტის ერთერთი უბანი, ე.წ. „გეოლოგების“ დასახლება. მონაწილეებმა დაასუფთავეს დაახლოებით 2 ჰა ფართობის ტერიტორია, შეაგროვეს 1,5 მ3 მოცულობის ნარჩენი. აქციაში ჩართული იყო 16 მოსწავლე და ერთი პედაგოგი.

დაწვრილებით

2018-06-18 შეხვედრა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის მოსახლეობასთან

15 ივნისს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, შედგა შეხვედრა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის მოსალეობასთან ნარჩენების მართვის საკითხებზე.
შეხვედრაზე მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ნარჩენების მართვის საკითხებზე. განხილული იყო რეგიონში არსებული მდომარეობა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, საუბარი იყო ნარჩენების მართვის მუნიციპალურ გეგმაზე. ასევე მუნიციპალიტეტებში არსებულ და დარჩენილ არალეგალურ ნაგავსაყრელებზე, სეპარირების, რეციკლირებისა და კომპოსტირების მეთოდების დანერგვაზე. ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე.

დაწვრილებით

2018-06-18 შეხვედრა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმას მოსახლეობასთან

14 ივნისს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, შედგა შეხვედრა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმას მოსალეობასთან ნარჩენების მართვის საკითხებზე.
შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობას მიეღო ინფორმაცია ნარჩენების მართვის საკითხებზე. განხილული იყო რეგიონში არსებული მდომარეობა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, საუბარი იყო ნარჩენების მართვის მუნიციპალურ გეგმაზე. ასევე მუნიციპალიტეტში არსებულ და დარჩენილ არალეგალურ ნაგავსაყრელებზე, სეპარირების, რეციკლირებისა და კომპოსტირების მეთოდების დანერგვაზე. ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე.

დაწვრილებით

2018-06-18 შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისის მოსახლობასთან

14 ივნისს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, შედგა შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსალეობასთან ნარჩენების მართვის საკითხებზე.
შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობას მიეღო ინფორმაცია ნარჩენების მართვის საკითხებზე. განხილული იყო რეგიონში არსებული მდომარეობა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, საუბარი იყო ნარჩენების მართვის მუნიციპალურ გეგმაზე. ასევე მუნიციპალიტეტში არსებულ და დარჩენილ არალეგალურ ნაგავსაყრელებზე, სეპარირების, რეციკლირებისა და კომპოსტირების მეთოდების დანერგვაზე. ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე.

დაწვრილებით

2018-06-18 შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჩალის მოსახლეობასთან

15 ივნისს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, შედგა შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჩალის მოსალეობასთან ნარჩენების მართვის საკითხებზე.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივ მოსახლეობას მიეღო ინფორმაცია ნარჩენების მართვის საკითხებზე. განხილული იყო რეგიონში არსებული მდომარეობა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, საუბარი იყო ნარჩენების მართვის მუნიციპალურ გეგმაზე. ასევე მუნიციპალიტეტში არსებულ და დარჩენილ არალეგალურ ნაგავსაყრელებზე, სეპარირების, რეციკლირებისა და კომპოსტირების მეთოდების დანერგვაზე. ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე. შეხვედრას დაესწრო 12 ადამიანი.

დაწვრილებით

2018-06-17 შეხვედრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დელისკას მოსახლეობასთან

15 ივნისს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივითა და პროექტის მენეჯერის ორგანიზებით, შედგა შეხვედრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დელისკას მოსახლეობასთან ნარჩენების მართვის საკითხებზე.
შეხვედრაზე განხილული იყო ნარჩენების მართვის საკითხები და სოფლად არსებული მდგომარეობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია კანონის მოთხოვნებთან დაკავშირებით და მუნიციპალიტეტების ვალდებულებაზე ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. საუბარი იყო ნარჩენების მართვის ახალ ტექნოლოგიებზე, მუნიციპალიტეტში არსებულ და დარჩენილ არალეგალურ ნაგავსაყრელებზე, სეპარირების, რეციკლირებისა და კომპოსტირების მეთოდების დანერგვაზე.

დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up